სიახლეები და ღონისძიებები

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ფინალი

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ფინალი

შაბათი, 17 აპრილი, 2021

აჩვენე კალენდარზე

17 აპრილს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროექტის, იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა.

ფინალურ ნაწილში ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი გუნდი:

  • თბილისის 175-ე საჯარო სკოლის გუნდი "კანონის უზენაესობა" - ლუკა ოქროშიაშვილი, სანდრო მურადაშვილი, ნიკა მიქაუტაძე და ნუცა ნადიბაიძე.
  • სკოლა-პანსიონი აიბი მთიების გუნდი"თემიდა" - ანი კვანტალიანი, ქეთო სტეფნაძე, ელენე ტურძილაძე, დემეტრე ასპანიძე და თორნიკე გაბაშვილი.

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის 2021 წლის გამარჯვებული გახდა სკოლა აიბი მთიები. გამარჯვებულ გუნდს GAU-გან საჩუქრად გადაეცა 1000 ლარიანი ფულადი პრიზი და GAU-ს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.

მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცა GAU-ს 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები და ბრენდირებული ნივთები.

პროექტში 42 სხვადასხვა სკოლისა და 15 ქალაქის, 53 გუნდი ჩაერთო, რაც ჯამურად 227 მოსწავლეს აერთიანებს.

გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის თითოეულ მონაწილე!

 #WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა