სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მორიგი წარმატება

GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მორიგი წარმატება

შაბათი, 17 აპრილი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მორიგი წარმატება!

16-17 აპრილს გაიმართა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების მიერ დაფუძნებული რიგით II სამეცნიერო კონფერენცია - სალიტერატურო ენის საკითხები, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის დღეს (14 აპრილს).

კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს GAU-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა: 

  • თ. ვაშაკიძე - მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმების რამდენიმე საკითხისათვის თანამედროვე ქართულში
  • თ. ბურჭულაძე - ერთი ტიპის სახელწოდებათა (მაგთი ჯგუფი, სითი მოლი...) მართლწერისათვის
  • მ. ორკოდაშვილი - ენობრივი ინტერფერენცია: ენის ევოლუციური სტადიები თუ ენობრივი რეგრესი?
  • ნ. გასანოვი - ერთი სახის ფრაზეოლოგიური გამოთქმებისათვის აზერბაიჯანულში (ქართულთან მიმართებით)
  • მ. ტეფნაძე - ნაცვალსახელთა ბრუნების ტიპები ძველ ქართულში
  • ნ. ტყემალაძე - შერწყმულთანდებულიანი სახელისა და ზმნა-შემასმენლის სინტაქსური მექანიზმისათვის თანამედროვე ქართულში
  • ს. ჩემინავა - „მამაო ჩვენო“ დანტე ელიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“

წარმატებას ვუსურვებთ GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების პროფესორებსა და სტუდენტებს.

#WeAreGAU  #ჩვენვქმნითმომავალს  #GAUმომავლისთვის  

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა