GAU აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია
სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2019
ხართ GAU-ს ბიზნესის სკოლის ან/და ინფორმატიკის პროგრამის ლექტორი და გსურთ მიიღოთ საზღვარგარეთ ლექციების წაკითხვის გამოცდილება? არ გამოტოვოთ ერაზმუს+ პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობა, ყურადღებით გაეცანით პირობებს და გამოაგზავნეთ აპლიკაცია 2019 წლის 15 ოქტომბრამდე!
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ლექციების წაკითხვას აღნიშნულ უნივერსიტეტში 1 კვირის განმავლობაში!
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.