2026 წლის 26 ივლისს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში რიგით მე-18 გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 250-მდე კურსდამთავრებული და 800 მდე სტუმარი ესწრებოდა.
საღამოს ფარგლებში კურსდამთავრებულებმა სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საზეიმოდ აღნიშნეს.
GAU მადლობას უხდის ჩვენს კურსდამთავრებულებს, მოწვეულ სპიკერებს, სუხიშვილების უმცროს თაობას და მომღერალ სოფო გელოვანს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს 2026 წლის კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულებას და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!