17 აპრილს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროექტის, იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა.
ფინალურ ნაწილში ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი გუნდი:
- თბილისის 175-ე საჯარო სკოლის გუნდი "კანონის უზენაესობა" - ლუკა ოქროშიაშვილი, სანდრო მურადაშვილი, ნიკა მიქაუტაძე და ნუცა ნადიბაიძე.
- სკოლა-პანსიონი აიბი მთიების გუნდი"თემიდა" - ანი კვანტალიანი, ქეთო სტეფნაძე, ელენე ტურძილაძე, დემეტრე ასპანიძე და თორნიკე გაბაშვილი.
იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის 2021 წლის გამარჯვებული გახდა სკოლა აიბი მთიები. გამარჯვებულ გუნდს GAU-გან საჩუქრად გადაეცა 1000 ლარიანი ფულადი
პრიზი და GAU-ს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.
მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცა GAU-ს 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები და ბრენდირებული ნივთები.
პროექტში 42 სხვადასხვა სკოლისა და 15 ქალაქის, 53 გუნდი ჩაერთო, რაც ჯამურად 227 მოსწავლეს აერთიანებს.
გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის თითოეულ მონაწილე!
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის