სიახლეები და ღონისძიებები

საორიენტაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

საორიენტაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

1 მარტს (2017) GAU-ში აბიტურიენთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. ღია კარის დღე GAUბენდმა გახსნა. სტუმრებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მიაწოდა, ახალ საფასო პოლიტიკაზე კი GAU-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, ნინო ტორონჯაძემ ისაუბრა. გაიმართა გათამაშება და GAU-ს სასწავლო ვაუჩერი სამ იღბლიან აბიტურიენტს გადაეცა. შემდეგ კი სტუმრებმა დეკანების კაბინეტებში გადაინაცვლეს.

ყველა მშობელსა და აბიტურიენტს მიეცა საშუალება მისთვის საინტერსო ფაკულტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო. მათ კითხვებს უპასუხეს ბიზნესის სკოლის დეკანმა - თემურ ტორონჯაძემ, სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა - ზაზა რუხაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანმა - რუსუდან ციციშვილმა, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა - კოტე კულიჯანოვმა.

შეხვედრა დასრულდა ტურით GAU-ში, რომელსაც GAU-ს ელჩებმა და სტუდენტებმა უმასპინძლეს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა