სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს პირველი პროფესორ-ემერიტუსის დაჯილდოების საღამო!

GAU-ს პირველი პროფესორ-ემერიტუსის დაჯილდოების საღამო!

სამშაბათი, 11 ივნისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

უამრავი შენობა-ნაგებობის მთავარი კონსტრუქტორი, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 50 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების, საპატიო ინჟინრის სტატუსისა და აწ უკვე GAU-ს პირველი ემერიტუსის ტიტულის მქონე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პირველი პროფესორ-ემერიტუსი, ოთარ ჩაკვეტაძე.

GAU-ში სამშენებლო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელისა და პროფესორის 90 წლის იუბილე გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები, პროფესორები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. (6.06.24)

დაჯილდოების მსვლელობისას, ბატონი ოთარის მოღვაწეობის შესახებ, GAU-ს მიერ შექმნილი, მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ემერიტუსის საპატიო წოდების გადაცემა და ტორტად ქცეული, მის მიერ დაპროექტებული მიხეილ მესხის სახელობის ფეხბურთის სტადიონის გაჭრა მოჰყვა.

ღონისძიების ბოლოს ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტში, პირველი პროფესორ-ემერიტუსის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

მადლობა, ბატონ ოთარს გაწეული შრომისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის და საქართველოს დედაქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის შექმნისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა