სიახლეები და ღონისძიებები

ჰასბარას სასწავლო კურსი GAU-ში!

ჰასბარას სასწავლო კურსი GAU-ში!

სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ზაზა რუხაძე, ისრაელში, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით წარდგა. მისი გამოსვლა მოიცავდა მრავალ მნიშვნელოვან საკითხს ებრაელი ხალხის ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის შესახებ. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ისრაელსა და საქართველოს შორის სამომავლო თნამშრომლობაზე. მათ შორის, აქცენტი გააკეთა კვლევით და საგანმანათელბლო თანამშრომლობაზე. ასევე, საქართველოში ჰასბარას და არაღიარების პოლიტიკისა და ჰოლოკოსტის სწავლების მნშვნელობასა და მეთოდიკაზე. ღონიძიებები გაიმართა ისრაელის სახლის და მისი ლიდერის, იციკ მოშეს ხელმძღვანელობით.  

ვიზიტი ასევე მოიცავდა საერთაშორისო და ადგილობრივ წარმომადგენლობასთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაციასა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. 

შეგახსენებთ, რომ GAU პირველი უნივერსიტეტია საქართველოსა და რეგიონში, რომელმაც 2014 წელს სასწავლო პროგრამებში ჰოლოკოსტის კურსი დანერგა, რომელის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჰოლოკოსტის არამხოლოდ ისტორიულ, არამედ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ჭრილში შესწავლისა და ანალიზის. ამ საკითხებზე მომავალი თანამშრომლობისათვის შედგა პროფესორ ზ. რუხაძის შეხვედრა იად ვაშემის წამყვან პირებთან. 

მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაცისთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები იქნებიან პირველები პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომლებიც გაივლიან ჰასბარას სასწავლო კურსს. 

ვულოცავთ GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის აკადემიურ გუნდს მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებას ვუსურვებთ მათ და ჩვენს ქვეყანას განათლების ინტერნაციონალიზაციის გზაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა