6 თებერვალს, 14:00 საათზე გამართულ ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს GAU-ს ელჩებმა უმასპინძლეს. მათ აბიტურიენტები 4 სხვადასხვა ლოკაციაზე 4 სკოლის დეკანთან გაანაწილეს.
შეხვედრა GAU-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა. დეკანებთან გამართულ შეხვედრაზე მათ მიაწოდეს ინფორმაცია GAU-ს კონკრეტული ფაკულტეტების და GAU-ში მოქმედი ახალი სწავლის გადასახადის სისტემის შესახებ. დეკანებმა ამომწურავი პასუხები გასცეს აბიტურიენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი გათამაშდა GAU-ს 1 000 და 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები. ასე გამოვლინდა ოთხი იღბლიანი აბიტურიენტი:
- ბიზნესის სკოლა - ნინო მალანია
- სამართლის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა - მარიამ ჩაბოშვილი
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა - ნინო ხმიადაშვილი
- ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - თემურ კაკუშაძე
მათ ასევე საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ GAU-ს სხვადასხვა ლოკაციები: ლაუნჯი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ეზო და ჯეოლაბი.
აბიტურიენტებისთვის დღე დატვირთული იყო სასიამოვნო და პოზიტიური შთაბეჭდილებებით.