11 მაისს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა აიბი მთიების სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო მასტერკლასზე - ,,პირველადი დახმარება". ინსტრუქტაჟი ჩაატარა ექიმმა, მაგდა გერანტიამ, რომელიც GAU-ს მედიცინის სკოლის ლექტორი და PHTLS კურსის ინსტრუქტორია. შეხვედრაზე მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სიმულაციური მეთოდით მიეღოთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. მასტერკლასი გაიმართა ნინო კასრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც GAU-ს მედიცინის სკოლის, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი და ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის კოორდინატორია.