სიახლეები და ღონისძიებები

რეგისტრაცია GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე დაიწყო!

რეგისტრაცია GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე დაიწყო!

ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწყება 27 აგვისტოდან და გრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით!

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების სიის წარდგენა ხდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიურ მენეჯერთან (ალექსიძის ქ. #10). საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ დოკუმენტების დედნები უბრუნდება წარმომდგენს:

  1. 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  3. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2026 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  5. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge) და სამაგისტრო გამოცდის ბარათი.
  6. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  7. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. ცნობა სამუშაო ადგილიდან
  9. რეზიუმე (CV) (ქართულ ენაზე)
  10. ტესტირების-რეგისტრაციის საფასურის (50 ლარისგადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება ან ქვითარი) (გარდა EIGER პროგრამისა, საბანკო რეკვიზიტები:

  • შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 206169304
  • ანგარიშის ნომერი: GE36TB0623136020100005 (ბანკის კოდი: TBCBGE22)

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მითითებულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმუმ სამ ნაწილში გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტს ჩაუტარდება ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე) და გასაუბრება სპეციალობაში!

გასაუბრება/ ტესტირება ჩატარდება - 16 სექტემბერს (ყველა სამაგისტრო პროგრამაზე, გარდა IT სამაგისტრო პროგრამებისა) 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა