ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი, ანანო არველაძე, ერასმუს + პროგრამის ფარგლებში, მიწვეული იყო GAU-ს პარტნიორ უნივერსიტეტში, რუმინეთში.
პიტესტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების პარტნიორობის ფორმატები, გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ პირებთან ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიები და მექანიზმები.