სიახლეები და ღონისძიებები

"პირველი შემთხვევის ადგილზე" (FOTS)

"პირველი შემთხვევის ადგილზე" (FOTS)

სამშაბათი, 07 თებერვალი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი 2020 წლიდან ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრია. 

31 იანვარს ტრენინგ ცენტრმა, საქართველოს მოტოფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა, ტრენინგზე "პირველი შემთხვევის ადგილზე" (FOTS). მონაწილეები გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ძირითად პრინციპებს, განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: სისხლდენის მართვა, სასუნთქი გზების გახსნა, გულფილტვის რეანიმაცია, დაზარალებულის ჩაფხუტის უსაფრთხოდ მოხსნა და დამწვრობის მართვა. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერთიფიკატები. 

GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი ამზადებს ყველა დაინტერესებულ მსურველს თანამედროვე მეთოდოლოგიით, უახლესი გაიდლაინებითა და რეკომენდაციებით. 

დარეგისტრირდი FOTS-ის კურსზე დღესვე: https://cutt.ly/qEY3R8e 

გაიგე მეტი ტრენინგ ცენტრის შესახებ: https://bit.ly/3HE1DhL


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა