სიახლეები და ღონისძიებები

GAU შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!

GAU შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!

შაბათი, 04 თებერვალი, 2023

აჩვენე კალენდარზე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის სახელწოდებაა - საზოგადოება გარდაქმნის ეპოქაში: თანამედროვე საქართველოს სოციალური სტრუქტურა. 


სამეცნიერო პროექტს განახორციელებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუის საშუალებით. მკვლევართა გუნდს შეადგენს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ზაზა რუხაძე, სამართლის სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, პროფესორი ბაქარ ბერეკაშვილი და ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ალექსანდრე ცაგარელი. 


პროექტის მიზანია შეისწავლოს ჩვენი საზოგადოება და მოახდინოს მისი ახლებური სტრატიფიკაცია European Social Survey-ის და European Value Study-ის ფარგლებში მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 


სოციალური სტრატიფიკაციის მიმართულებით ქართულ სოციალურ მეცნიერებებში პრაქტიკულად არანაირი სამეცნიერო დოკუმენტი არ შექმნილა და არანაირი საქმიანობა არ განხორციელებულა. თუ არ ჩავთვლით ძალიან მწირე ფრაგმენტულ ან გარე დამკვირებელთა შეფასებებს. ჩვენი კვლევის კვლევის მიზანია განსაზღვროს და აღწეროს სოციალური მილიოები თანამედროვე ქართულ საოგადოებაში. 


რატომ სოციალური მილიო? 


თანამედროვე კვლევებში სოციალურ მილიოში ძირითადად მოიაზრებიან თანამოაზრეთა, ერთნაირად მოაზროვნეთა ჯგუფები, რომლებსაც ერთნაირი ღირებულებები, პრინციპები, ცხოვრების სტილი, ურთიერთობები ახლობლებთან, მენტალიტეტი და სხვა ახასიათებთ. ამ პროექტს სხვა კვლევებისგან გამოარჩევს მისი მეთოდოლოგია რაც  გულისხმობს მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, სადაც ერთად იქნება დამუშავებული თეორიული ჩარჩო და მონაცემები. შესაბამისად, თეორიული მუშაობასთან ერთად განხორციელებული იქნება ღრმა მონაცემთა ანალიზი, ევროპულ cross-country მონაცემთა ბაზებზე (ESS; EVS), რომელიც დამატებით უპირატესობას ანიჭებს ამ კვლევით პროექტს, რადგან შესაძლებელს ხდის სხვა ქვეყნებთან შედარებას, დაჯგუფებას, მსგავსებების და განსხვავებების გამოვლენას და სხვა. რაც არსებითად მნიშვნელოვანია კვლევის შედეგების სანდოობის და მნიშვნელობის, მისი როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორის მიერ გამოყენების, როგორც დაგეგმარების ისე შედეგიანი სოციალურ-ეკონომიკური,  თუ კულტურული პოლიტიკისა ან ცალკეული პროექტების წარმოების მიზნით. მონაცემთა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევითი საქმიანობა კი მოგეხსენებათ დიდ ფუფუნებაა ჩვენ რეალობაში, ხოლო ზემოთ ხსენებული ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ამ და სხვა პროექტების ფარგლებში, ვფიქრობთ დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

პროექტის გუნდი დიდ მადლობას უხდის რუსთაველის სამეცნიერო ფონდს ამ კონკურსთან გაწეული ობიექტური, სამართლიანი  და მაღალორგანიზებული მენეჯმენტისათვის.


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ულოცავს პროექტის გუნდს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას! 





სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა