ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს!
ბ-ნი ქაუგილი არის პირველი უცხოელი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსი აქვს.
საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია ხელს უწყობს ქვეყანაში ინტელექტუალურ მდგრადობასა და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან R&D პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
GANS ასევე შესაბამისი სამეცნიერო საქმიანობის საექსპერტო შეფასებასაც ახორციელებს.