სიახლეები და ღონისძიებები

JBC, ანუ Junior Business Competition 2019, დაიწყო!

JBC, ანუ Junior Business Competition 2019, დაიწყო!

შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

ბიზნეს თამაშების კონკურსი - JBC (Junior Business Competition) წარმოადგენს GAU-ს ინოვაციურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც პირველად ეწყობა GAU-ს ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ორი ფინანსური თემატიკის თამაშში - ელექტრონულ ვაჭრობა (E-Trading) და სამაგიდო თამაში ფულის მოძრაობა (Cash Flow).

თამაშის ფარგლებში კონკურსანტები გაეცნობიან აქციებით ვაჭრობის სპეციფიკას, შეისწავლიან ფინანსების, პირადი კაპიტალის მართვის კონცეფციებს და გაიუმჯობესებენ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

➢კონკურსი მოიცავს სამ ფაზას: ინსტრუქტაჟი, ელექტრონული ვაჭრობა და ფინალური სამაგიდო თამაში

➢გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება ორივე თამაშში მიღებულ ქულათა ჯამით

პრიზები:
• პირველი ადგილი - 1800 ლარიანი GAU- ს სასწავლო ვაუჩერი გუნდის თითოეულ წევრს, კარტინგის სათამაშო ვაუჩერი
• მეორე ადგილი - 1400 ლარიანი GAU-ს სასწავლო ვაუჩერი გუნდის თითოეულ წევს და კარტინგის ვაუჩერი
• მესამე ადგილი - 1000 ლარიანი GAU-ს სასწავლო ვაუჩერი გუნდის თითოეულ წევრს და კარტინგის ვაუჩერი

მთავარი პრიზი - პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სრულად (სასტუმრო, კვება და აკადემია) დაუფინანსებს ორდღიან ბანაკს, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგები (ბიზნესის ადმინისტრირება) GAU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორებისგან, სადაც მათ ასევე გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.

16 ნოემბერს (2019) კონკურსის მონაწილეებს GAU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორმა, გიორგი ჩინჩალაძემ ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და თამაშის წესები გააცნო. მთელი კვირის განმავლობაში კონკურსანტები საწყის ეტაპზე მიცემული ერთი და იმავე რაოდენობის ვირტუალური კაპიტალით ელექტრონულ ვაჭრობაში იქნებიან ჩართულები. ფინალური სამაგიდო თამაში "ფულის მოძრაობა" (Cash flow) გაიმართება 23 ნოემბერს.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა