სიახლეები და ღონისძიებები

GAUსტარტაპე: ზაალ გაჩეჩილაძე - AI, Silicon Valley & $1.2 Million

GAUსტარტაპე: ზაალ გაჩეჩილაძე - AI, Silicon Valley & $1.2 Million

შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

16 ნოემბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) IT ლაბორატორიაში, ჯეოლაბში Pulsar AI-ს თანადამფუძნებელი ზაალ გაჩეჩილაძე გვეწვია.

Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც 1.2 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა "სილიკონის ველის" ინვესტორებისგან, რაც მას ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება. დაფინანსების რაუნდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართული სტარტაპის ინვესტორები არიან ისეთი ცნობილი ე.წ. „ენჯელ ინვესტორები“ და ვენჩურული ფონდები, როგორიცაა: Ridge Ventures, Great Oaks VC, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი, Ten Eighty Capital, და სხვა.

შეხვედრის, რომელიც GAUსტარტაპეს ფარგლებში გაიმართა, მთავარი თემა სწორედ აღნიშნული ფაქტი გახლდათ. ზაალ გაჩეჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას უამბო გზაზე, რომელიც კომპანიამ და მისმა გუნდმა განვლო დაარსებიდან Sillicon Valley-ის 1.2 მილიონიანი ინვესტიციის მოპოვებამდე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა