სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია!

გაცვლითი პროგრამა ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია!

პარასკევი, 15 ნოემბერი, 2019

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად, ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა! (შემოწმდება გასაუბრების შედეგად)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 26 ნოემბრის 19.00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.ge

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ: "ლაკვილას უნივერსიტეტი"


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • კანდიდატის კვლევის გეგმა (research plan)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);


შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ლაკვილას უნივერსიტეტი)


სტიპენდია სრულ პერიოდზე მოიცავს: 

  • 360 ევრო - მგზავრობის ბილეთებისთვის
  • 5,525 ევრო - სხვა ხარჯების დასაფარად (კვება, განთავსება, სხვა)


მობილობის ხანგრძლივობა: 6.5 თვე, 2020 წლის თებერვლიდან


დამატებითი ინფორმაცია: 

  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 32 220 65 20 317; +995 592 11 22 00;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა