სიახლეები და ღონისძიებები

შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში VII

შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში VII

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

15-16 ნოემბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციისა და ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით რიგით მე-7 სამეცნიერო კონფერენცია იმართება.

სახელწოდებით: "შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში VII."

კონფერენცია ეხება შემდეგ საკითხებს:

  • წარმოებული ფასიანი ქაღალდების თეორია, ფასგათვლა და ჰეჯირება;
  • საინვესტიციო პორტფელების მართვა;
  • ფინანსური რისკების ანალიზი;
  • სადაზღვევო სქემები;
  • სოციალური დახმარების სისტემის მეთოდიკების დამუშავება რეგრესიული ანალიზის მეშვეობით;
  • სტატისტიკის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა გამოყენებებით სოციალურ მეცნიერებებში და ფინანსურ ეკონომიკაში;
  • მენეჯმენტისა და მარკეტინგის თანამედროვე ამოცანები.

კონფერენციის დასკვინითი ეტაპი, ტრადიციულად, იქნება მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების გაერთიანება და სამეცნიერო ჟურნალის მორიგი ნაწილის გამოშვება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა