ცხადდება გაცვლითი პროგრამა GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლაში, მალტა!
ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2023
ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლაში, მალტა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (training);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 1 დეკემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლა, ადმინისტრაციული პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge