წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებები ბიზნესში
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს კვლევების სამეცნიერო ცენტრი
პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო-კვლევითი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2020
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ბიზნესის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის მონაწილეები: თეიმურაზ ტორონჯაძე, თამაზ უზუნაშვილი, მიხეილ მანია, ბესიკ ჩიქვინიძე, რევაზ თევზაძე, ცოტნე კუტალია, ირაკლი ჭელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, ბექა გოგიჩაშვილი, მაია კვინიკაძე
პროექტის აღწერა:
პროექტის ფარგლებში დაიწერა წიგნი, რომლის მიზანია სტუდენტების, მკვლევარებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების და მათი გამოყენებების რაოდენობრივი მოდელების აღწერა და გაცნობა. წიგნი მოიცავს სხვადასხვა ტიპის წარმოებულების განსაზღვრებებს, მათი ფასდადების, რისკების, საპროცენტო განაკვეთების, პორტფელის ოპტიმიზაციის მოდელებსა და ამოცანებს.
წიგნის დაიწერა კითხვა-პასუხის ფორმატში. გეგმა მოიცავს როგორც წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების თეორიას, ასევე მის გამოყენებებს ბიზნესის სხვადასხვა ამოცანაში. მოხდა თეორიული მასალის შესაბამისი ამოცანების შემუშავება.
პროექტის ფარგლებში ავტორთა ჯგუფი მართავდა სამუშაო შეხვედრებს, სადაც ხდებოდა შემუშავებული მასალების შეჯამება. იგეგმება წიგნის დაბეჭდვა.
წიგნის ელექტრონული ვერსია იხილეთ ლინკზე.