დინა ასლამაზიშვილი

მკვლევარი, პროფესორი
dinaaslamazishvili@gau.edu.ge

დინა ასლამაზიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ციმბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, წარჩინებით მოიპოვა სამაგისტრო ხარისხი ლინგვისტიკასა და თარგმნაში. განათლება მიიღო ვროცლავის უნივერ...

დინა ასლამაზიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ციმბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, წარჩინებით მოიპოვა სამაგისტრო ხარისხი ლინგვისტიკასა და თარგმნაში. განათლება მიიღო ვროცლავის უნივერსიტეტში კულტურის ფილოსოფიის განხრით; ის არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში.

დინა ასლამაზიშვილი გახლავთ რამოდენიმე კულტურული სამეცნიერო კონფერენციის საპატიო წევრი: მსოფლიო ფილოსოფიის XXII კონგრესი: "დღევანდელი ფილოსიფიის ხელახალი გააზრება" (კორეა, სეული, 2008) (WORLD CONGRESS OF PHILOSOPHY: RETHINKING PHILOSOPHY TODAY); თ.ა.ს.ს. - თეატრის ანთროპოლოგიის მე-14 საერთაშორისო სესია (პოლონეთი, ვროცლავ, 2005) (ISTA 2005: Improvisation - 14th Session of the International School of Theatre Anthropology). დინა ასევე რუსეთის ფილოსოფიური საზოგადოების წევრია 2002 წლიდან.

დინა ასლამაზიშვილი მოღვაწეობდა მეცნიერ-მუშაკად და მენეჯერად სამუზეუმო პროგრამათა ქსელის დეპარტამენტში კრასნოიარსკის მუზეუმში და ასისტენტ-ლექტორად მენეჯმენტის განხრით მოსკოვის ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში კრასნოიარსკის ფილიალში. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო მეცნიერთა გაცვლით პროგრამაში ოზარქსის კოლეჯში (აშშ),სადაც წარუძღვა რამდენიმე სალექციო კურსს. დინა არის სატრეინინგო კურსის ,,წარმატების ფორმულა" ერთერთი კრეატიული მკვლევარი, აგრეთვე გახლავთ შემდეგი სალექციო კურსის ავტორი: ''MANAGING CREATIVITY AND INNOVATION".

ირაკლი ჭელიძე

მკვლევარი, პროფესორი
iraklichelidze@gau.edu.ge

ირაკლი ჭელიძემ წარმატებით მოიპოვა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ფინანსების დარგში. მან გაიარა კვონტების პროგრამა და სწავლის დასრულების შემდეგ შეუერთდა უნივერსიტეტს...

ირაკლი ჭელიძემ წარმატებით მოიპოვა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ფინანსების დარგში. მან გაიარა კვონტების პროგრამა და სწავლის დასრულების შემდეგ შეუერთდა უნივერსიტეტს დეკანის ასისტენტის სახით.

მისი წარმატებული პროფესიული კარიერა დაიწყო რისკების ანალიტიკოსობით თიბისი ბანკში. ამჟამად ირაკლი არის ერთერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რისკების განყოფილების უფროსი. ამავდროულად ის ჩართულია რისკების შეფასების თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებულ კვლევებში და არის რამოდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

ცოტნე კუტალია

მკვლევარი, პროფესორი
tsotnekutalia@gau.edu.ge

ცოტნე კუტალიამ წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები რაოდენობრივი ფინანსების (Quantitative Finance) მიმართულებით. სწავლის დასრულებისთანავე შეუერთდ...

ცოტნე კუტალიამ წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები რაოდენობრივი ფინანსების (Quantitative Finance) მიმართულებით. სწავლის დასრულებისთანავე შეუერთდა GAU-ს აკადემიურ გუნდს.

მისი პროფესიული კარიერა დაიწო Apex-ში, რომელიც მოწინავე კომპანიაა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და ბიზნეს პროცესების ERP სისტემების დანერგვაში. ამჟამად ის არის მეცნიერ-თანამშრომელი ივანე ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილებაში.

თამაზ უზუნაშვილი

მკვლევარი, პროფესორი
tamaz.uzunashvili@gau.edu.ge

თამაზ უზუნაშვილმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

2008 წელს დაასრულა კავკასიის ბიზნესის სკოლა და მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის...

თამაზ უზუნაშვილმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

2008 წელს დაასრულა კავკასიის ბიზნესის სკოლა და მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით.

2013 წელს GAU-ს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.

1997 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა შპს შერატონ მეტეხი პალასში. 2005 წლიდან მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ამჟამად არის ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი და პროფესორი.

ეკატერინე ნადარეიშვილი

მკვლევარი, პროფესორი
ekaterinenadareishvili@gau.edu.ge

ეკატერინე ნადარეიშვილმა 1997 წელს წარჩინებით  დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით და მიენიჭა ინგლისური ენის სპეციალისტის და ინგლისური ენის პედაგოგის &...

ეკატერინე ნადარეიშვილმა 1997 წელს წარჩინებით  დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით და მიენიჭა ინგლისური ენის სპეციალისტის და ინგლისური ენის პედაგოგის  საპატიო ხარისხი.

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან.  

2008-2010 წლებში ეკა ნადარეიშვილი მოღვაწეობდა ლონდონის ბიზნეს სკოლაში, კერძოდ, მარკეტინგისა და ადმინისტრაციის განყოფილებაში და კითხულობდა ლექციებს მარკეტინგის განხრით.

2010 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინე ნადარეიშვილი მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელად.

2014-2017 წლებში სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში, 2017 წლის დეკემბერში მიიღო მარკეტინგის დოქტორის ხარისხი (PhD Degree in Marketing) ქარდიფის უნივერსიტეტში (Cardiff Metropolitan University).

2018 წელს შეუერთდა დელოიტს, როგორც HICD-ის და USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

რევაზ თევზაძე

მკვლევარი, პროფესორი
revaztevzadze@gau.edu.ge

რევაზ თევზაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკური ფიზიკისა და დიფ...

რევაზ თევზაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკური ფიზიკისა და დიფერენციალური განტოლებების კათედრის ასპირანტურა.

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია.

რევაზ თევზაძე 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური მათემატიკა და მათემატიკური ფიზიკა.

ბესიკ ჩიქვინიძე

მკვლევარი, პროფესორი
besikchikvinidze@gau.edu.ge

ბესიკ ჩიქვინიძემ 2004 წელს დაამთავრა ზურაბ ვახანიას საავტორო სკოლა "აია". ამავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 2009 წელს, ბაკალვრიატის დასრულების შე...

ბესიკ ჩიქვინიძემ 2004 წელს დაამთავრა ზურაბ ვახანიას საავტორო სკოლა "აია". ამავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 2009 წელს, ბაკალვრიატის დასრულების შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრატურაში მათემატიკის მიმართულებით.

2010 წელს მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტურაზე მათემატიკის მიმართულებით. 2013 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი სათაურით „შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები ამოზნექილი გენერატორით“.

დოქტორანტურის დამთავრების შემდგომ მუშაობა დაიწყო „წმინდა გიორგის სახე­ლობის ბრიტანულ-ქართული სკოლა“-ში მათემატიკის მასწავლებლად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეულ პროფესორად. ასევე, 2011 წლიდან მიწვეულ პროფესორად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერე­ბათა ფაკულტეტზე.

პედაოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად აგრძელებდა და აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. 2014 წელს მიიღო და წარმატებით შეასრულა პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მკვლევარებისათვის, ხოლო 2016 – 2017 წლებში ასევე, წარმატებით შეასრულა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსების სამეცნიერო გრანტი. ორივე ზემოაღნიშნულ სამეცნიერო გრანტში იყო პროექტის ხელმძღვანელი.

ამჟამად, ბესიკ ჩიქვინიძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.

მიხეილ მანია

მკვლევარი, პროფესორი
mikhailmania@gau.edu.ge

მიხეილ მანიამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, ალბათობ...

მიხეილ მანიამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სპეციალობით.

1981 წელს მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია.

მიხეილ მანია სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიხეილ მანია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა