სამეცნიერო კონფერენციები
ენისა და კოგნიტური მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციები:
- რელევანტობის თეორიისადმი მიძღვნილი ლინგვისტური კონფერენცია, 7 მაისი, 2018. კონფერენციის მიზანი: ენის სოციოკულტურულ და პრაგმატულ კონტექსტში განხილვა.
- ღია მეცნიერების დღისადმი, მიძღვნილი ლინგვისტური კონფერენცია: ენა, შემეცნება, ტვინი, 7 დეკემბერი, 2018. კონფერენციის მიზანი: ტვინის სხვადასხვა ნაწილების როლის მიმოხილვა ენის ათვისების, შემეცნების და გამოყენების პროცესში.
- მეცნიერების დასაცავად ფარგლებში ჩატარებული საერთო საუნივერსიტეტო კონფერენცია: განჭვრიტე მომავალი, აუწყე ფეხი ტექნოლოგიებს, 4 მაისი, 2019. კონფერენციის მიზანი: კომპუტერული მეცნიერებების როლის განხილვა ენის კვლევასა და გამოყენებაში; კომპუტერული ლინგვისტიკის საკითხებზე მსჯელობა.
- კვლევითი მეთოდების კონფერენცია: თეორიები, მეთოდები და მონაცემთა ანალიზი, 6-7 დეკემბერი, 2019. კონფერენციის მიზანი: თანამედროვე კვლევის მეთოდების აღწერა-შედარება ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური კვლევების პროცესში.
- საერთაშორისო კონფერენცია სტრუქტურა / ფუნქციის ურთიერთმიმართება, 15 მაისი, 2021. კონფერენციის მიზანი: ლინგვისტური სტრუქტურუი ერთეულების ფუნქციურ-პრაგმატული ანალიზი.
- საერთაშორისო კონფერენცია, მომავალი ლინგვისტიკის პრაგმატული კვლევა, 20 დეკემბერი, 2021. კონფერენციის მიზანი: ენის სხვადასხვა სოციო-კულტურულ კონტექსტში და ტელეოლოგიური ასპექტით განხილვა.
- საერთაშორისო კონფერენცია, კომპიუტერული მეცნიერებები: მომავლის განჭვრეტა, 22 დეკემბერი, 2021. კონფერენციის მიზანი:კომპიუტერული მეცნიერებების მომავალი განვითარების გზების პროეცირება.
- საერთაშორისო კონფერენცია, საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი, 12 იანვარი, 2022. კონფერენციის მიზანი: მსოფლიო დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი ტენდენციები.
- საერთაშორისო კონფერენცია, ენის მეცნიერული კვლევები, 30 მაისი, 2022. კონფერენციის მიზანი: თანამედროვე მეცნიერული მიდგომა ენის კვლევისადმი მეცნიერებისა და სოციალური დარგის გადაკვეთის კონტექსტში.
- საერთაშორისო კონფერენცია, ჰენრი კისინჯერი და ახალი მსოფლიო წესრიგი, 30 მაისი, 2022. კონფერენციის მიზანი: ახალი მსოფლიო წესრიგის მიმოხილვა.
- საერთაშორისო კონფერენცია, 21-ე საუკუნის მეცნიერება და ტექნოლოგიები, 01 ივნისი, 2022. კონფერენციის მიზანი: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების განხილვა და მათი მნიშვნელობა დიჯიტალური ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარებაში.
- ლინგვისტური ვებინარები 2021-2022 - ენისა და შემეცნების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ვებინარები ლინგვისტური და კოგნიტური მეცნიერებების დარგში. ვებინარები ემსახურება უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას.