ქრონოტიპის გავლენა საერთაშორისო სტუდენტების მენტალურ ჯანმრთელობასა და ძილის პატერნებზე
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრი
პროექტის ტიპი: კვლევითი
პროექტის განხორციელების თარიღი:
2022-2024
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: DAAD-ის სტიპენდია (ირინე სახელაშვილი), GAU-ს მედიცინის სკოლა
პროექტის აღწერა:
პროექტის მიზანია ქრონოტიპის ურთიერთკავშირის შესწავლა ძილის დარღვევასთან და სტრესის დონესთან, რათა დადგინდეს ორმაგი დიაგნოზის (ძილის და ფსიქიკური აშლილობის) ალბათობა სტუდენტების წარმომადგენლობით ნიმუშში. კვლევის მიზნებია: 1. დილის, ნეიტრალური ან საღამოს ქრონოტიპის პრევალენტობის შესწავლა დღის ძილიანობასთან, სტრესთან და ძილამდე აღგზნებასთან მიმართებაში საერთაშორისო სტუდენტებში;
პროექტის მიზანია შეაფასოს ქრონოტიპს, ძილსა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირი, რათა დადგინდეს ორმაგი დიაგნოზის (ძილის და ფსიქიკური აშლილობის) ალბათობა საერთაშორისო სტუდენტებში. კვლევის მიზნებია:
1. დილის, ნეიტრალური ან საღამოს ქრონოტიპის პრევალენტობის შესწავლა კვლევის მონაწილეებში;
2. საერთაშორისო სტუდენტების სტრესის დონის შეფასება, რომლებსაც აღენიშნებათ დღის მომეტებული ძილიანობა და/ან ძილის წინა ერაუზალი;
3. დღის მომეტებული ძილიანობის, ძილის წინა ერაუზალის და სტრესის პრევალენტობასა და საერთაშორისო სტუდენტებში ქრონოტიპ-განსხვავებს შორის კორელაციის შეფასება;
4. საკვლევ პოპულაციაში სქესის მიხედვით ქრონოტიპ-განსხვავების გავლენის შესწავლა.
პროექტის გაგრძელება უკვე დაგეგმილია ესპანეთში, ჰაენის უნივერსიტეტში, DAAD-EU „ქართველ მკვლევართა მობილობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერ-ნოემბერში, სადაც წარმოდგენილი პროექტის ავტორი ასევე ქართულ -ამერიკული უნივერსიტეტის სახელით ჩაატარებს კვლევას, ორივე კვლევის შედეგების დისემინაცია მოხდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეგიდით.
პროექტის შედეგები იქნება წარდგენილი 2023 წლის მსოფლიო ძილის კონგრესზე და დაიბეჭდება სტატია.