ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრი
ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრი (ინსტიტუტი) არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტრუქტურაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.
ცენტრის მიზანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ბაზისური და კლინიკური მტკიცებულებების გენერირების მიზნით მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება; ასევე, თანამედროვე მედიცინასა და ჯანდაცვაში აქტუალური საკითხების კვლევა.
კვლევითი ცენტრის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მკვლევარები არიან როგორც გამოცდილი მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა მკვლევარები. ასევე, ცენტრის ბაზაზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით ცენტრის აქტივობებში ჩართულები არიანი მედიცინის სკოლის სტუდენტები.
სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, ცენტრი პერიოდულად ატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს.