ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (EIGER)

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (EIGER)

„EIGER - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მომზადდა 2013 წელს ევროკავშირის დაფინანსებით (TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში)  საქართველოს სამი უნივერსიტეტისა და ევროპის ოთხი უნივერსიტეტის (სსიპ „ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შპს „ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი“, შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“, ბელგია - „ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი“, გერმანია - „მაგდებურგის უნივერსიტეტი“, ბულგარეთი - „ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი“ და ესპანეთი - „სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი“) პროფესორ-მასწავლებელთა ინიციატივით.

პროგრამის კურიკულუმი და მასში შემავალი კურსები შემუშავებულია და ვითარდება პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით. სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტოა, რადგან სწავლება მიმდინარეობს ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის ბაზაზე.

პროგრამა შეესაბამება პარტნიორი უნივერსიტეტების მიზნებს და უზრუნველყოფს კვლევებზე ორიენტირებული სწავლების და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი სპეციალისტების მომზადებას ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სფეროში.

ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობების სფეროში უმაღლესი აკადემიური ცოდნის მქონე სპეციალისტთა მომზადება საქართველოში, რათა მათ შეძლონ გავლენა იქონიონ ქვეყანაში შრომის პოლიტიკის ევროპული მოდელების სწორ და თანმიმდევრულ შემუშავებასა და დანერგვაზე.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ენიჭებათ ერთობლივი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და გადაეცემათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმეტი - ერთობლივი დიპლომი. 

ევროპული ინტეგრაციის და შრომითი ურთიერთობების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

შპს „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“, სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“, შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ერთობლივ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების თანამონაწილეობით ორგანიზებული გასაუბრების საფუძველზე (იხილეთ საკითხები).

პროგრამაზე  ჩარიცხვისთვის აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება დიპლომის დანართით ან წარმოდგენილი ენის სერტიფიკატით. 

ერთობლივ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ერთობლივ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

*კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

„ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი, 4 სემესტრი.  ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

ერთობლივი  სამაგისტრო პროგრამა მოიცავს  დარგობრივ სავალდებულო სასწავლო კომპონენტს 50 ECTS კრედიტის მოცულობით, დარგობრივ არჩევით სასწავლო კურსებს/პრაქტიკას 40 ECTS კრედიტის მოცულობით (შეთავაზებული 90 ECTS კრედიტიდან), კვლევით კომპონენტს - სამაგისტრო ნაშრომს 30 ECTS კრედიტის მოცულობით.

„ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

  • ეკონომიკური პოლიტიკა;
  • დასაქმების პოლიტიკა ევროკავშირში;
  • კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები;
  • შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი;
  • ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთობებში;
  • აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.


„ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური

„ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 2,250* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

* სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 2,250 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


იზო კაპანაძე

იზო კაპანაძე

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა, ევროპული ინტეგრაციის და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა

(+995) 595 258 584
(+995 32) 220 65 20 (106)
izokapanadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა