პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” NAEMT
კურსი: პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” NAEMT
სწავლების ენა: ქართული/ ინგლისური
ხანგრძლივობა: 8 (რვა) საათი
სამიზნე ჯგუფი: ინდუსტრიული კომპანიების, საწარმოების თანამშრომლები; დაცვის სამსახურის თანამშრომლები; ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები; სკოლის პედაგოგები; საბავშვო ბაღის აღმზრდელები; მაშველები; მეხანძრეები; ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
მიზანი: კურსი “პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” NAEMT-ის მიერ შექმნილი კურსია, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს ასწავლის საბაზისო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე. მთავარი მიზანი ამ კურსის არის გაუმჯობესებული პირველადი დახმარების აღმოჩენა დაზარალებულისათვის უკეთესი გამოსავლის მისაღწევად, რადგან პირველი დახმარება გადამწყვეტ როლს თამაშობს ზოგიერთ კრიტიკულ და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში.
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
- გარემოს შეფასება - უსაფრთხო გარემო
- გულის უეცარი გაჩერების დროს კომპრესიები/ ზეწოლები გულმკერდზე სისხლის მომიქცევის შესანარჩუნებლად
- მწვავე ალერგიული რეაქციის დროს დახმარება, ეპიფენის აუტოინჯექტორის გამოყენება
- ოპიოიდური მოწამვლების ამოცნობა და პირველადი დახმარება
- ტრავმული პაციენტის პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე
- სისხლდენის ტიპები და შეჩერების ტექნიკები - ლახტის გამოყენება
- პირველადი დახმარება უცხო სხეულის გადაცდენის დროს
- დაშავებულის უსაფრთხო პოზიცია
კურსი მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკული უნარების შესწავლას მულაჟზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს/სტუდენტს ექნება ფუნდამენტური ცოდნა და პრაქტიკული უნარები დაზარალებულისათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად შემთხვევის ადგილზე.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები/სტუდენტები მიიღებენ NAEMT-ის First On the Scene (FOTS)-ის საერთაშორისო სერტიფიკატს.
კურსის ჩატარების თარიღი: 28 იანვარი (2024)
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე - https://cutt.ly/qEY3R8e