მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი დაარსდა 2019 წელს და ასრულებს სიმულაციური ცენტრის ფუნქციას აღნიშნულ სკოლაში. 2020 წლიდან ტრენინგ ცენტრი გახდა ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტექნიკოსთა ეროვნული ასოციაცია) ავტორიზებული სასწავლო ცენტრი.
მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კურსებს ადგილობრივი და საერთაშორისო სერტიფიცირებით:
ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ოფიციალურ კურსებს - სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS); დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარება (ACLS); პედიატრიული დახვეწილი დახმარების კურსი (PALS) და NAEMT-ის კურსებს - ტრავმის მართვა პრე-ჰოსპიტალურ დონეზე (PHTLS); პირველი შემთხვევის ადგილზე (FOTS) და ტაქტიკური გადაუდებელი შემთხვევების მართვა (TECC).
ტრენინგ ცენტრის სახელმძღვანელო პრინციპია უზრუნველყოს ინოვაციური და კომფორტული სასწავლო გარემო, რომელიც შეესაბამება განათლებისა და ტრენინგების საუკეთესო სტანდარტებს. საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ინსტრუქტორთა მაღალკვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს სწავლებასა და კლინიკური უნარების განვითარებას სიმულაციურ და შესაბამისად, უსაფრთხო გარემოში.
ტრენინგ ცენტრი ამზადებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ მონაწილეს თანამედროვე მეთოდოლოგიით, უახლესი გაიდლაინებითა და რეკომენდაციებით.
ჩვენი ტრენინგ ცენტრის უპირატესობებია:
- ტრენინგების მოქნილი გრაფიკი
- ტრენინგი თქვენთვის მისაღებ ადგილზე (გასვლითი ტრენინგი), ან ჩვენს ტრენინგ ცენტრში
- ტრენინგის თარიღის არჩევის შესაძლებლობა
- გამოცდილი ინსტრუქტორები საერთაშორისო სერტიფიცირებით
- ადგილობრივად ლიცენზირებული ინსტრუქტორები
- სერტიფიკატების იმავე დღეს გაცემის შესაძლებლობა
- ფასდაკლებები ჯგუფის რეგისტრაციისას
- სტუდენტური ფასდაკლება
- თანამედროვე სიმულატორები და სატრენინგო აღჭურვილობა
- სწავლების უახლესი მეთოდოლოგია და გაიდლაინები