ტრავმული პაციენტის მართვა პრე-ჰოსპიტალურ დონეზე PHTLS
კურსი: ტრავმული პაციენტის მართვა პრე-ჰოსპიტალურ დონეზე
სწავლების ენა - ინგლისური/ქართული
სამიზნე ჯგუფი: სამედიცინო პერსონალი - ექიმები, ექთნები, პარამედიკოსები; სამედიცინო მიმართულების სტუდენტები
მიზანი: ტრავმული პაციენტის მართვა პრეჰოსპიტალურ დონეზე, სასწრაფო დახმარების მიმართულების კურსი. სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელებს/სტუდენტებს შეასწავლოს ტრავმული პაციენტის მართვა პრეჰოსპიტალურ დონეზე დაზარალებულისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო შედეგის მისაღწევად.
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
- გარემოს შეფასებას - უსაფრთხო გარემო;
- შემთხვევის ადგილზე პაციენტის პირველად დათვალიერების საფუძვლებს;
- XABCDE - პრინციპებს;
- დაზარალებულის მეორადი დათვალიერების ტექნიკას;
- თავის ტვინის, ხერხემლის ტრავმის ამოცნობას და პირველად დახმარებას შემთხვევის ადგილზე;
- სისხლდენის ტიპებს და შეჩერების ტექნიკებს;
- სასუნთქი გზების მართვას;
- დაშავებულის იმობილიზაციის მეთოდებს
კურსი მოიცავს თეორიულ მასალას, კლინიკური უნარების შესწავლას და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სიმულაციური სცენარების გათამაშებას. კურსის გავლის შემდეგ მსმენელს/სტუდენტს ექნება ფუნდამენტური ცოდნა და პრაკტიკული უნარები ტრავმული პაციენტის პრეჰოსპიტალურ დონეზე დასახმარებლად დაზარალებულისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო შედეგის მისაღწევად.
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე - https://cutt.ly/qEY3R8e
სწავლის დაწყების თარიღი: 18-19 მაისი (10:00 საათი)
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები/სტუდენტები მიიღებენ Pre-Hospital Trauma Life Support (PHTLS) -ის პროვაიდერის საერთაშორისო სერტიფიკატებს.