მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი სიახლეები

დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარების ალგორითმის პროვაიდერის კურსი!

დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარების ალგორითმის პროვაიდერის კურსი!

პარასკევი, 23 ივნისი, 2023

GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრია საქართველოში აცხადებს მიღებას დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარების ალგორითმის პროვაიდერის კურსზე - Advanced Cardiac Life Support - ACLS.

მსმენელებს გადაეცემათ ელექტრონული წიგნი AHA 2020 ACLS Provider eBook - უახლესი, 2020 წელს განახლებული გაიდლაინის მიხედვით.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო სერტიფიკატებს - AHA 2020 ACLS Provider eCard.

კურსის საფასურია 400 ლარი (ერთ მსმენელზე, მოიცავს ელექტრონული წიგნისა და ამერიკის გულის ასოციაციის სერტიფიკატის საფასურს)

ჩატარების თარიღი და დრო: 5-6 ივლისი, დასაწყისი - 10 საათი.

რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრს: +995591698188; gautrainingcenter@gau.edu.ge

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/6R7d1r7

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა