![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/642/386/0d0/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
მედიცინის სკოლის სტუდენტების დაჯილდოვება GAU-ში!
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი, 2022
GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი ოფიციალურად გახდა NAEMT-ის საერთაშორისო ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი 2021 წლის სექტემბერში და საქართველოში განახლდა კურსი "ტრავმული პაციენტის მართვა პრეჰოსპიტალურ დონეზე". ტრენინგ კურსში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე წამყვანმა ექიმმა და ინსტრუქტორმა, ასევე GAU-ს მედიცინის სკოლის სტუდენტებმა, რომლებსაც გადაეცათ PHTLS Provider -ის საერთაშორისო სერტიფიკატები.