სიახლეები და ღონისძიებები

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის ნაკადი

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის ნაკადი

ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

30 ოქტომბერს (2019) დაიწყო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის ნაკადი. სტაჟირების პროგრამის მიმდინარე ნაკადზე, განათლების შესაბამისი პროფილით, 478 დარეგისტრირებულ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტსა და კურსდამთავრებულს შორის არიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებიც. 

თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საჯარო დაწესებულებებში დარეგისტრირებული პირები სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე ვადით გაივლიან. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოიმუშაონ თავიანთი პროფილის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაეცნონ საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, გაიზიარონ საჯარო მოხელისთვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმები და სტანდარტები და გახდნენ კონკურენტუნარიანები საჯარო სექტორში დასაქმების სურვილის შემთხვევაში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა