ევროპის 46 უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში
ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019
30-31 ოქტომბერს (2019), Erasmus+ის ფარგლებში, საქართველოს ესტუმრა ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტის წარმომადგენელი. შეხვედრა ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მასში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს 43 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელმა.
ფორუმის მიზანი იყო უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა.
შეხვედრის შემდეგ GAU-ს რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესტუმრა. ისინი შეხვდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ბ-ნ რ. მაიკლ ქაუგილს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, თამარა მეჭურჭლიშვილს. შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის საკითხი ახალი პროექტების ფარგლებში.