29 ნოემბერს (2019) სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (Student Trainee Exchange Programme - STEP) განახლებული პორტალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ (ELSA თბილისი) გამართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებთან, რომლის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება შემოთავაზებული ვაკანსიების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა:
- მიიღეს დეტალური ინფორმაცია სტაჟირების შესახებ;
- გაეცნენ პროგრამაში მონაწილეობის პირობებს (როგორ შევავსოთ აპლიკაცია, შერჩევის კრიტერიუმები, პროგრამის პირობები და ა.შ);
- მიიღეს პასუხები სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (STEP) შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსის სტუდენტები.