GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტები თბილისის წიგნის დღეებზე
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2019
28 ნოემბერს (2019) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტები თბილისის წიგნის დღეებზე ექსპო ჯორჯიას ესტუმრნენ. დაესწრნენ GAU-ს მოწვეული პროფესორის, ცირა ბარბაქაძის პრეზენტაციას, რომელმაც წარადგინა ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ გამოცემული „ჩემი პირველი „ვეფხისტყაოსანი“ (ზღაპარი პოემის მიხედვით);
პროფ. ც.ბარბაქაძემ ისაუბრა „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი ადაპტირებული ვერსიების მნიშვნელობაზე, პოემის მრავალგანზომილებიანობაზე.
სტუდენტებმა დაათვალიერეს სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები, შეარჩიეს მათთვის სასურველი წიგნები და შთაბეჭდილებებით გამდიდრებული კიდევ ერთი დღე შეჰმატეს სტუდენტურ ცხოვრებას.