ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის (GAU) უმიშვნელოვანესია დასაქმებულთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით ხორციელდება არაერთი პროაქტიული ღონისძიება, მუდმივ რეჟიმში წარმოებს სამუშაო პროცესზე დაკვირვება, შესაძლო უბედური თუ საშიში შემთხვევების გამორიცხვის მიზნით.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აკონტროლებენ და მართავენ საწარმოო პროცესებს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ ახდენენ რეაგირებას. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
27 ნოემბერს (2019) შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა GAUს გუნდის წევრებისთვის ჩაატარა სპეციალური ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც განიხილა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნები, წესები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველოფენ უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას.