Festival of Lights

კვირა, 27 ოქტომბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

27 ოქტომბერს (2019) GAU-ს მედიცინის სკოლის სტუდენტებმა თავიანთი ტრადიციული დღესასწაული დივალი, ანუ სინათლის ფესტივალი აღნიშნეს.

სინათლის ფესტივალი არის სინათლის სიბნელეზე, კეთილის ბოროტზე და ცოდნის უვიცობაზე გამარჯვების სიმბოლო, ამიტომ ამ ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ღონისძიება რანგოლის ხატვის კონკურსით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო წინასწარ დაკომპლექტებულმა გუნდებმა, ერთ-ერთი გუნდი ჩვენი ბიზნესის სკოლის სტუდენტებისგან შედგებოდა. კონკურსის ბოლოს ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა საუკეთესო რანგოლი და გამარჯვებული გუნდი GAU-ს ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდა.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართა სანთლებით განათებულ GAU-ს ეზოში. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი JOSH და სტუდენტი DJ.

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო თამაშში. გამარჯვებულები, რასაკვირველია, დასაჩუქრდნენ ბრენდირებული ნივთებით.

ღონისძიება GAU Cultural Committee-ის წევრებმა ტორტის გაჭრითა და სადღესასწაულო შუშხუნების ანთებით დაასრულეს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა