GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარა მეჭურჭლიშვილი ERASMUS + STT-ს ფარგლებში კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტის კამპუსებს ეწვია
სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2019
23-29 ოქტომბერი (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარა მეჭურჭლიშვილი ERASMUS + STT-ს ფარგლებში ეწვია კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტის ალბასეტესა და ტოლედოს კამპუსებს.
ვიზიტს ფარგლებში, თამარა მეჭურჭლიშვილი შეხვდა GAU-ს სტუდენტებს ალბასეტესა და ტოლედოში, რომლებიც ICM-ით იმყოფებიან ესპანეთში. ასევე, შეხვდა აღნიშნული კამპუსების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრის დროს განიხილეს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვრცობის საკითხი.