#GAUფრთხილდი

ორშაბათი, 13 ივნისი, 2016

აჩვენე კალენდარზე

#GAUფრთხილდი - ასე დაარქვეს GAU-ს სტუდენტებმა სოციალურ აქციას, რომელიც 13 ივნისს (2016), თბილისის წყალდიდობის წლისთავზე ზოოპარკში გაიმართა და უამრავი ადამიანი გააერთიანა.

"ეს არის გლოვის დღე და ასევე გამარჯვების სიმბოლო, რადგან ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი - ერთიანობა, სოლიდარობა და ერთმანეთის გაძლიერება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანადგომისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - ეს არის ერთ-ერთი GAUელის სიტყვები და საქველმოქმედო აქციის მთავარი მოტივაცია.

GAU-ს სტუდენტებისა და მხარდამჭერი კომპანიების მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ყველა დაზარალებული მხარის ფონდში:

  • სტიქიით დაზარალებულთა ფონდი;
  • თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი; 
  • თბილისის ზოოპარკი.

13 ივნისს ზოოპარკში მოსულ სტუმრებს GAUელები სიურპრიზებით, სიმბოლური საჩუქრებით დახვდნენ და გადაიღეს სამახსოვრო სურათები, ასევე GIF-ები.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერ კომპანიას, სტუმარს და მოხალისე სტუდენტს, რომლებმაც თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატეს ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიცია.

#GAUფრთხილდი ადამიანებს #GAUფრთხილდი ცხოველებს #GAUფრთხილდი ბუნებას #GAUფრთხილდით ერთმანეთს 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა