![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/5d6/082/183/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
GAU განაგრძობს სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრა-სემინარების ჩატარებას. 7 ივნისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები "პროფესიული ორიენტაციის განვითარების" ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
მომხსენებლები GAU-ს ელჩები და უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი გია ჩქოფოია. მათ პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და კარიერის დაგეგმვის გზებზე ისაუბრეს.