![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/588/f61/b8a/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
16 ნოემბერს (2015) შეხვედრების ციკლს „GAU-ღე კარი გამოწვევებს'' ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრენერი, ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავაც შეუერთდა. მისი მოწვევა სწორედ GAU-ს სტუდენტების ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.
GAU-ში დაგეგმილი საჯარო ლექცია დაეთმო ძალიან საინტერესო და ახლობელ თემას - "ბიზნესი და სიყვარული", ანუ ბიზნესის კეთებისას იდეის ერთგულების მნიშვნელობა VS ფულის შოვნის სურვილი. ლექციის ბოლოს ტრადიციულად გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებსა და სხვა სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.