სიახლეები და ღონისძიებები

ღია კარის დღე GAU-ში

ღია კარის დღე GAU-ში

შაბათი, 14 ნოემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

დღეს ჩვენ ყველანი GAUელები ვიყავით!

დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვითამაშეთ: პრეზიდენტმა, კანცლერმა, დეკანებმა, დამფუძნებლებმა, ლექტორებმა, სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა! 

დღეს ყველაფერმა იმაზე უფრო საინტერესოდ ჩაიარა, ვიდრე ველოდით, რადგან ჩვენთან ძალიან საინტერესო ახალგაზრდები, რამდენიმე ათეული აბიტურიენტი მოვიდა.

შეხვედრა GAU-ს ქართულ-ინგლისური პრეზენტაციით დაიწყო. ოფიციალური ნაწილის შემდეგ კი დადგა სახალისო ეტაპი, რომელშიც ყველა სიამოვნებით ჩაერთო:

  • აბიტურიენტები დანაწილდნენ 10 ჯგუფად და ითამაშეს სიტყვობანა - 3 წუთში მოიფიქრეს გაუ-ზე დაწყებული ქართული სიტყვები.
  • მიიღეს კონვერტებში მოთავსებული დავალებები, რომლის მიხედვითაც უნდა წასულიყვნენ GAU-ს ერთ-ერთ სივრცეში და მოეძიებინათ ინფორმაცია ბიბლიოთეკის, IT ლაბორატორია „ჯეოლაბის“, GAU-ს ეზოს, სტუდენტური ლაუნჯის, პროგრამების, ფასდაკლებების თუ სხვა საკითხების შესახებ. 
  • თითოეულ ლოკაციაზე მათ დახვდათ GAU-ელი მასპინძლები, რომლებმაც მხოლოდ მას შემდეგ უპასუხეს აბიტურიენტების შეკითხვებს, რაც აბიტურიენტებმა წარმატებით ამოხსნეს სახალისო ამოცანები.

ყველა ჯგუფი ინფორმირებული და პოზიტიურად დამუხტული დაბრუნდა. მათ მოპოვებული ინფორმაციით მცირე პრეზენტაციები მოაწყვეს.

ღონისძიების ბოლოს გათამაშდა GAU-ს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები, რომლის მოგების შანსიც, მხოლოდ თამაშის მონაწილეებს ჰქონდათ. ასე გამოვლინდა სამი იღბლიანი აბიტურიენტი.

სტუმრებისთვის GAU-ბენდმა დაუკრა და საუბარი ქართულ-ამერიკული ნუგბარის მაგიდასთან გაგრძელდა.

აბიტურიენტებმა შთაბეჭდილებები იქვე გაგვიზიარეს და აღნიშნეს, რომ ეს იყო მათ გამოცდილებაში ყველაზე გამორჩეული, საინტერესო და პოზიტიური ღია კარის დღე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა