სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორის, გიორგი თავაძის ვიზიტი ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019
2-6 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი გიორგი თავაძე, ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული ფაკულტეტის მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთში.
ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მან წაიკითხა ორი საჯარო ლექცია: „საბჭოთა ადამიანი 21-ე საუკუნის პერსპექტივიდან“ და „ევროპიდან დანახული საქართველო და საქართველოდან დანახული ევროპა“. გარდა ამისა, პროფ. თავაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სემინარსა და ვორქშოპში.
ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1702 წელს იმპერატორ ლეოპოლდ I ჰაბსბურგის მიერ. აღსანიშნავია, რომ ვროცლავის უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს 9 ნობელის პრემიის ლაურეატი მოღვაწეობდა.