ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ვაშაკიძის ნაშრომის - "უებრო სიტყვისმოქმედი" წარდგენა
პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019
პოეზიის ერთი ლამაზი დღე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. საღამო ეძღვნება დიდი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას. 2019 მისი წელია ─ 90 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ვაშაკიძის ნაშრომი - „უებრო სიტყვისმოქმედი“.
მხატვარი - ლადო ტატიშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.
წიგნის წარდგენა გაიმართება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2019 წლის 23 დეკემბერს, 6 საათზე, მე-200 აუდიტორიაში.
გეპატიჟებით ყველას, ვისაც გიყვართ ქართული პოეზია და მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება. დაესწარით ლექსის ზეიმს ჩვენს უნივერსიტეტში, შეიქმენით წინასაახალწლო განწყობა და დატკბით შესანიშნავი წიგნის წარდგენა-პერფორმანსით. GAU-ზიარე ემოცია ყველას!