სიახლეები და ღონისძიებები

სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენცია GAU-ში!

სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენცია GAU-ში!

ორშაბათი, 19 დეკემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ციფრულმა ეპოქამ სემიოტიკაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. იცვლება ადამიანის ცნობიერება და, შესაბამისად, აზრის გამოხატვის ფორმები; ერთი მხრივ, მნიშვნელობები დაკარგეს ნიშნებმა და, მეორე მხრივ, ძალას იკრებს ახალი სემიოზისი/ახალი პარადიგმა. GAU-ში 17 დეკემბერს (2022), სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს უნივერსიტეტებიდან და აკადემიური წრეებიდან 50-ზე მეტი წარმომადგენელი. სამეცნიერო საზოგადოებამ პლენარულ სხდომაზე მოისმინა გიგი თევზაძის ძალიან საინტერესო მოხსენება: „გაცვლის აგენტები და ციფრული სამყარო“. კონფერენციაზე  პასუხი გაეცა კითხვებს:

  • როგორია სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ?
  • რა პერსპექტივას გვთავაზობს ციფრული რეალობა?
  • ადამიანი მოერევა თუ ხელოვნური ინტელექტი?
  • რით ჩანაცვლდება "გაცვლის სააგენტოები"?
  • როგორია და როგორ ფორმირდება მომავლის სოციალური სტრუქტურები?

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეთა შორის შეჯამდა მოსმენის პროცესში წარმოშობილი რეფლექსიები.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა