თვითაღმოჩენისა და თვითშემეცნების გზა GAU-ში!
მოდელირებული ლექციები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მომავლისკენ, შემეცნებისა და პროფორიენტაციისკენ მიმართული პროექტია, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ სკოლის მოსწავლეს აძლევს შანს გაიგოს მეტი მომავალი პროფესიის შესახებ.
წელსაც, დაურღვეველი ტრადიციის ფარგლებბში, ასობით მოსწავლეს ჩაუტარდა ათამდე ლექცია: სამართლის, ბიზნესის, მედიცინის, ინფორმატიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.
ლექციებს უძღვებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც მოსწავლეებს გარდა სალექციო თემისა, უზიარებდნენ იმ მთავარ მამოძრავებელ ბერკეტებს, რომლებიც წინ უძღვის წარმატებულ ნაბიჯებს პროფესიაში.
თვითშეიმეცნე და გაუმრავალფეროვანდი საკუთარ შესაძლებლობებს!