ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი, 2022
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შედეგად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ კიდევ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობა მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და სტუდენტური წლებიდანვე დაიწყონ კარიერული განვითარება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, GAUელები სტაჟირების იუსტიციის სახლში გაივლიან.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ლობჯანიძემ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა. მან GAUელებს იუსტიციის სახლის მოქმედი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მადლობას უხდის იუსტიციის სახლს თანამშრომლობისთვის.