რა ხდება მაშინ, როცა მეცნიერება ხვდება ხელოვნებას?!
თემა, რომლის გარშემოც, სემიოტიკის მე-13 სამეცნიერო კონფერენციაზე, არაერთი დარგის წამყვანი სპეციალისტი გაერთიანდა. (16.12.23)
,,მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთთან ახლოსაა, რადგან ორივე წარმოადგენს გონების აქტივობას, რომელიც ემორჩილება გარკვეულ წესებს და მიმართულია სამყაროს შეცნობისაკენ" - იმანუელ კანტი.
გარდა მოხსენებებისა, სამეცნიერო კონფერენციაზე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრები, რომელთა შორის იყო, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრის, კალიგრაფის, დავით მაისურაძის კალიგრაფიული ნამუშევარი დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“.
სამეცნიერო საზოგადოებამ პლენარულ სხდომაზე მოისმინა გიგი თევზაძის ძალიან საინტერესო მოხსენება: " მეცნიერების და ხელოვნების სინერგია: კარგად დავიწყებული სვედენბორგი თუ კარგად დავიწყებული კანტი?"
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეთა შორის შეჯამდა მოსმენის პროცესში წარმოშობილი რეფლექსიები.