სიახლეები და ღონისძიებები

PR School-ის 49-ე ნაკადის გამოშვება!

PR School-ის 49-ე ნაკადის გამოშვება!

ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

პიარსკოლის 49-ე ნაკადის გამოშვება და სტუდენტების გადაწყვეტილება, რომელმაც მათი პროფესიული კარიერა განსაზღვრა. 

მე-17 წელია პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კურსი ათეულობით სტუდენტის გადაწყვეტილებას პროფესიული კარიერა კომუნიკაციის სამყაროს დაუკავშირონ, რეალობად აქცევს.

15 დეკემბერს (2023) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის შემოდგომის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს და საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს. 16 დეკემბერს კი სწავლის დასრულება სასერტიფიკატო დიპლომების მიღებით აღნიშნეს. დიპლომების გადაცემის მხიარულ და ემოციურ ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე, GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და პიარსკოლის თანამდამფუძნებლები სოსო გალუმაშვილი და მაიკო ძირკველიშვილი ესწრებოდნენ.

„მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება  სამომავლოდ ჩემს კარიერაში. მიზანი, რის გამოც მოვედი შესრულებულია, შევიძინე უამრავი მეგობარი გამოვიმუშავე  გუნდური მუშაობის უნარი, გავეცანი ახალ ინფორმაციას, ვისწავლე ბევრი საინტერესო რამ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მქონდა შესაძლებლობა გამეცნო თავიანთი საქმის პროფესიონალი ლექტორები. ვფიქრობ, კურსი იდეალურად დასრულდა“ - ილონა მიქია, 49-ე ნაკადის კურსდამთავრებული.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა