სიახლეები და ღონისძიებები

,,ჰორიზონტი ევროპა"-ს საინფორმაციო შეხვედრა GAU-ში!

,,ჰორიზონტი ევროპა"-ს საინფორმაციო შეხვედრა GAU-ში!

პარასკევი, 13 მარტი, 2026

აჩვენე კალენდარზე

2026 წლის 10 მარტს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მას უძღვებოდნენ ეროვნული საკონტაქტო პირები, პროგრამის შემდეგი ორი მიმართულებისათვის: მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA) და მონაწილეობის გაფართოება (WIDERA).

პირველი მიმართულების ფარგლებში არსებული კონკურსებისა და მათში მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას თეონა მაისურაძემ გააცნო, ხოლო მონაწილეობის გაფართოების და კვლევის ევროპული სივრცის გაძლიერების, შესაბამისი კონკურსებისა და მათი სპეციფიკის შესახებ ნინო როდონაიამ ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა